პროექტის სახელწოდება:
CITY OR VILLAGE?
პროექტის მთავარი
იდეა (თემა ერთი-ორი წინადადებით):
იდეა გაჩნდა თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული
აზრის საფუძველზე რომლის თანახმადაც სოფელში
ცხოვრება აღიქმება არასრულფასოვნად.
კლასს ვუტარებ მინი
ლექციას თემაზე ,,ქალაქი და სოფელი’’(და არა
,,ქალაქი თუ სოფელი’’) და ვთავაზობ მათ ამ თემას განსახილველად. შევიმუშავებთ სამუშაო გეგმას, ჯგუფებში გადავანაწილებთ
დავალებებს.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია,
რადგან მოსწავლემ მიიღოს ინფორმაცია ქალასა და სოფელზე, საკუთარი ინტერესი ასახოს კადრზე,
დააკვირდეს სტატისტიკას, შეძლოს პრეზენტაციის
გაკეთება, იმუშაოს ჯგუფურად, განიხილოს სადისკუსიო თემა, შეექმნას საკუთარი აზრი საკითხთან
დაკავშირებით, მიღებული ცოდნა მოსწავლეს განუვითარებს
მსოფლმხედველობას.
პროექტის მიზნები:
მოსწავლე მეტად ახლოს გაეცნოს ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას, აღმოაჩინოს
ცხოვრების სირთულეები და სიმარტივეები თითოეულ მათგანში , ფოტო/ვიდეო მასალის გამოყენებით
დააფიქსიროს თავისი ინტერესი, გაეცნოს სტატისტიკას, განუვითარდეს პრეზენტაციის უნარი, განუვითარდეს მსჯელობა/დისკუსიის უნარი, ჩამოუყალიბდეს
ჯანსაღი აზრი.
მონაწილეთა ასაკი:
15-16
ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტო ალბომი, კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ციფრული კამერა, პროექტორი,
კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა
ძირითადი აქტივობები:
კლასს ვყოფ სამ
ჯგუფად. I ჯგუფს ევალება დააკვირდეს ქალაქისა და სოფლის ცხოვრების თავისებურებებს, იპოვოს მსგავსებები და განსხვავებები
ცხოვრების სტილზე, განათლების ხარისხზე, კულტურაზე,
განვითარების დონეზე და ა.შ.
II ჯგუფს ევალება
ასევე პირადი დაკვირვების საფუძველზე შექმნას
ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც მოიცავდეს უნდა ნებისმიერ საინტერესო ფაქტს ან დეტალს ქალაქისა თუ სოფლის შესახებ. მათ
ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტი ან რაიმე ტიპის ჩანახატი კონკრეტულ თემაზე.
III ჯგუფს ევალება
ჩაატარონ სოციალური/საზოგადოებრივი გამოკითხვა თემაზე: ქალაქად იცხოვრებდით თუ სოფლად? გამოკითხვის საფუძველზე შეადარონ თანამედროვე და წინა წლების სტატისტიკა.
სტატისტიკაზე დაყრდნობით განსაზღვრონ რამ გამოიწვია
ასეთი შედეგი?
თითოეული ჯგუფიდან
გამოვყოფ თითო პრეზენტატორს რომელთაც ევალებათ მიღებული პროდუქტის პრეზენტაცია.
კლასში განიხილება
სახვადასხვა ტიპის მოსაზრებები.
კლასს ვაძლევ სადისკუსიო
თემას: დააკავშირეთ გამოთქმა ,,მიწა იყავ და მიწად იქეცი!“ სოფლელი გლეხის ცხოვრებასთან(რომლის უმეტესი ნაწილი
დათმობილია მიწის დამუშავებას, მისდამი სიყვარულს). ისმის კითხვა- ხომ არ ფიქრობთ რომ სოფლის მაცხოვრებელს
მეტად უნდა ვაფასებდეთ და მეტი პატივისცემა უნდა
გაგვაჩნდეს მის მიმართ.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური. ისტ,
გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ლია კაპანაძე
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:liakapanadze.blogspot
.com
No comments:
Post a Comment